კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს ხუთჯერ ზრდის. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა.
„მეოთხე დოზის კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ვიცით, რომ მეოთხე დოზა უსაფრთხოა. მეორე სიახლე: ვიცით, რომ მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს დაცვის მნიშვნელოვან ზრდას ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე სიმპტომების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები