• რეკლამა
  • კონტაქტი
10:16, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინის პირველი დოზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე -“ბუსტერები” – ჯანმო

ალია ავტორი - ალია
19:39 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შესაჩერებლად, ვაქცინის პირველი დოზის მეტი ადამიანისთვის გაკეთება უფრო აუცილებელია, ვიდრე ე.წ. “ბუსტერები” მათთვის, ვინც სრულადაა ვაქცინირებული. ე.წ. “ბუსტერი” ზოგ შემთხვევაში ერთ ან ორდოზიანი ვაქცინების დამატებითი დოზაა, რომელიც უკვე გაკეთებული ვაქცინის ეფექტს აძლიერებს.

გლობალური სააგენტოს ყოველკვირეულ ბრიფინგზე ჟენევაში, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ ორგანიზაციამ გასულ კვირას მსოფლიოს მასშტაბით 2 000-მდე ექსპერტი შეკრიბა და ე.წ. “ბუსტერების” თაობაზე მათი მოსაზრებები და კვლევების მონაცემები შეაჯერა. ამ დისკუსიაზე დაყრდნობით, გებრეიესუსი ამბობს, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად, პირველი დოზის გაკეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მანამ, სანამ ე.წ. “ბუსტერების” გაკეთება დაიწყება.


აგვისტოს დასაწყისში გებრეიესუსმა გასული წლის საკუთარი მოწოდებაც გაიხსენა, როდესაც ის “ვაქცინების ნაციონალიზმზე” საუბრობდა, როდესაც ყველაზე მდიდარი ქვეყნები ვაქცინების დიდ ნაწილს აგროვებენ და იყენებენ მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებს დოზები არ ჰყოფნით, ან საერთოდ არ აქვთ. ჯანმომ ამ თვეში ქვეყნებს ე.წ. “ბუსტერებზე” დროებითი მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, რათა მდიდარმა ქვეყნებმა შედარებით ღარიბ ქვეყნებს უფრო მეტი დოზა გაუნაწილონ, რათა ამ სახელმწიფოებში აუცრელი მოქალაქეების პირველი დოზით აცრა მაინც დაიწყოს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებში.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მსოფლიოში ვაქცინების არსებული მარაგის 75 % სულ რაღაც 10 ქვეყანაშია გაკეთებული. მაშინ, როდესაც დაბალშემოსავლიან ქვეყნებში აცრილი მოსახლეობის წილი ბევრგან 2 %-საც ვერ აღწევს. გებრეიესუსი ამბობს, რომ მსოფლიოში ეს უთანასწორობა მხოლოდ და მხოლოდ უფრო გაღრმავდება და გაიზრდება, თუკი მდიდარი ქვეყნები ე.წ. “ბუსტერების” გამოყენებას მიანიჭებენ უპირატესობას, და არა ვაქცინების მარაგების გადანაწილებას და სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებას. მისივე განმარტებით, დელტას მსგავსი ახალი და საშიში ვარიანტების გაჩენის შეჩერების გზა, სწორედ მეტი ადამიანის აცრაა.

“კოვიდ-19-ის ვირუსი ვითარდება. ლიდერების საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება ვიწრო ნაციონალისტური მიზნები მაშინ, როდესაც ისინი ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში ცხოვრობენ, ვირუსი კი სწრაფად განცდის მუტაციას”, – განმარტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ჯანმო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved