ვაქცინების რეგისტრაციისთვის შექმნილი საიტი ისევ არ მუშაობს.
უამრავი ადამიანი წერს სოციალურ ქსელში, რომ ვერ ახერხებს დარეგისტრირებას. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია განცხადება.
ეს უკვე რიგით მერამდენე შემთხვევაა, საიტი რომ არ მუშაობს, უკვე დათვლაც გვიჭირს.
პირველად გვითხრეს, რომ ბევრი ადამიანი შევიდა ერთდროულად საიტზე, თითქოს ეს საიტი ისედაც ბევრი ადამიანის შესვლაზე არ უნდა იყოს გათვლილი.
შემდეგ იყო ტექნიკური პრობლემა და ბოდიში.
შემდეგ იყო, ბოდიში და მადლობა მოთმინებისთვის.
შემდეგ გვითხრეს, რომ კიბერშეტევა მოხდა, თუმცა, ჯერ არ უთქვამთ, ვისი ორგანიზებული იყო კიბერშეტევა.
ამჯერად, რა ვერსია ექნება დაავადებათა კონტროლის ცენტრს – ვნახოთ.
ალბათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს პორტალი “ჩაუდეს”, თორემ, ყველა ყველაფერს აკეთებს და შედეგი მაინც ეს გახლავთ…
მართალია პრემიერმა ღარიბაშვილმა პირადად უბრძანა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყეთ და პორტალს მიხედეთო, მაგრამ, როგორც ჩანს პორტალი “მარტო მუშაობს და როდის იქნება მზად არ იცის…”
ია ფარულავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნუ რა თქმა უნდა საიტი გაიჭედა თუ რა ხდება”
მერაბ მეტრეველი:
“ბატონო ამირან, ქართველი IT დეველოპერები ქართველი ხელოსნებივით არიან – ერთი სიტყვა არ უნდა დაუჯეროთ. ისევ გაჭედა საიტმა.”
კომენტარები