ქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ. ამის შესახებ „აჭარის მაუწყებელი“ წერს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შემხებლობა ჰქონდათ ვირუსთან და უკვე გამოიმუშავეს იმუნიტეტი.
ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ეს შიდა გადაცემის ირიბი მაჩვენებელია:
„დაუდასტურებელ შემთხვევებში იმუნოგლობულინების გამომუშავება ნიშანია იმისი, რომ მოქალაქეს ჰქონდა შეხება ამ ვირუსთან.
ეს კიდევ ერთხელ ერთგვარი ირიბი მაჩვენებელია შიდა გადაცემის. ისინი შეიძლება იყვნენ ასიმპტომურები, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკით გადაიტანეს დაავადება, ახლა კი არიან გამავრცელებლები.
იანვარში რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, რაღაც აუხსნელი ვირუსის, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ახლა უკვე შეუძლებელია.
ვარაუდები იყო, თუმცა დადასტურებულად თქმა, რომ საქართველოში კორონავირუსი ადამიანებს იანვარში უკვე ჰქონდათ რთულია”
კომენტარები