პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საზოგადოება დაიღალა 2004 წლამდე რეალობით, როცა, ფაქტობრივად, ქვეყნის განვითარების პროცესი შეყოვნებული იყო და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა; საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა. ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.
„ვარდების რევოლუციას“ ხალხმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე „ვარდების რევოლუცია“ და ვარდები შეიცვალა ისეთი პოლიტიკური პოზიციით, რომელიც დაუპირისპირდა ადამიანების უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ცოცხით, წამებით, ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. ეს სამწუხარო ამბავია, თუმცა ეს არის ფაქტი.
მიხეილ სააკაშვილმა დააშავა, მისი დანაშაულები თვალსაჩინოა, დანაშაულებს ვერავინ უარყოფს. ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო და შეკრებითობის კანონი არ შეგვეცვალა, რაც სააკაშვილს ჰქონდა, მას გაცილებით მეტი სასჯელი ექნებოდა მოსახდელი, 30 წელზე მეტი ექნებოდა“
კომენტარები