კორონავირუსის ვარიანტი “დელტა” 40%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ის ვარიანტი, რომელიც “დელტამ” ჩაანაცვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სწორედ ვარიანტი “დელტა” განიხილება ცენტრალურ ფაქტორად ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა ბრიტანეთში დარჩენილი შეზღუდვების გაუქმება. მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი კვირის ბოლომდე იქნება განხილული.
ამასთან, ჰენკოკის თქმით, ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ ადამიანი “დელტისგან” ისეთივე დაცული იქნება, როგორც მისი წინამორბედი ვარიანტისგან.
ვარიანტი “დელტა” პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, ექსპერტებმა გადაწყვიტეს, ახალ შტამებს ქვეყნების მიხედვით აღარ უწოდონ სახელები და ამით ქვეყნებს დისკრედიტაცია აარიდონ.
კომენტარები