პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“გოლეთიანს არ უნდა პოლიტიკა, მაგრამ მას სწორად პოლიტიკა უპირისპირდება, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური.
თუ გაქვს კითხვები პოლიტიკოსებთან, ისინი კი პასუხის ნაცვლად ზემოდან გიყურებენ, გაქილიკებენ, გლანძღავენ, ცილს გწამებენ, უნდა შეცვალო ხელისუფლება.
ეს არის ყველაზე ეფექტური კანონიერი გზა.
ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე და დაამტკიცოს რომ ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს თვალში არ იკრავს ტალახის ნიაღვარს.
კომპანიისთვის წინასწარ ტარიფის მიცემა მრავალწლიანი კონტრაქტით, ფაქტობრივად ნიშნავს სახელმწიფო გარანტიის გაცემას (მყარ ვალუტაში), რაც ჩვენი კანონმდებლობით აკრძალულია.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ტარიფი იმპორტზე უფრო ძვირია.
როდესაც ანაკლიის კონსორციუმი ითხოვდა ტვირთბრუნვის ეპიზოდურ დაზღვევას, მას ხელისუფლებამ კატეგორიული უარი უთხრა სწორედ ამ არგუმენტით. მითუმეტეს, რომ მაშინ კომპანია ამას კრედიტად ითხოვდა, რომელსაც შემდგომში თვითონვე გადაფარავდა.
თუმცა, ის უფრო საინტერესოა, საიდან აქვს გოლეთიანს ფული…
ამ ვიდეოს შემდეგ, უსინდისობაა ამ ხალხის ვასაძესთან კავშირში, “რუსეთუმეობაში”, ქსენოფობიაში, ნაციონალიზმში, შეუწყნარებლობაში და სხვა ფობიებში “მხილება”.
იმედია, ვიღაცას მაინც შერცხვება იმ ზღვარგადასული ცილისწამებისთვის, რასაც ამ დღეებში ვისმენდი…”
კომენტარები