პოლონეთი უკრაინას პირველ მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს დღეებში გადასცემს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან პეტრ პავლთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კიევი თავდაპირველად ოთხ MiG-29-ს მიიღებს.
“დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს”, – თქვა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე მიიღეს.
მთლიანობაში ვარშავა უკრაინისთვის 10 MiG-29 გამანადგურებლის გადაცემას გეგმავს.
კომენტარები