საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს რეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით შესრულდება. მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსულები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები.
ახლო მომავალში დაგეგმილია შემდეგი რეისები: 30 აპრილი მადრიდი-თბილისი, 2 მაისი პრაღა-თბილისი, 5 მაისი ათენი-თბილისი, 7 მაისი ამსტერდამი-თბილისი და 9 მაისი ბერლინი-თბილისი. ყველა რეისზე ბილეთის ფასია 199 ევრო.
მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15 ათას 393 ადამიანს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით ორგანიზებულად დაბრუნდა 7 988 მოქალაქე.
კომენტარები