პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა:
„ვინ არის გვარამია, ეს ხომ ყველამ კარგად იცის? რომელი ახალი სახეა ან სად პოლიტიკაში მოდის? ფიქრობთ, ქართველ ხალხს ჰგონია, რომ ის პოლიტიკიდან სადმე წასული იყო? რაც შეეხება ვაშაძის მათ რიგებში მიყვანას, ეს არის ადამიანი, რომელსაც ოგბუნუჯუმ პირწმინდად მოუგო და მასზე ნაკლები ხმები აიღო. ეს ადამიანი მოიყვანეს და ჩააჩოჩეს მეორე კომიკოსი ხაბეიშვილი. ამაზე მეტ საჩუქარს ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, ვერავინ გაგვიკეთებდა, უგულავასთან დაკავშირებით კი ყველამ იცის, რომ ჩამნაცვლებლის როლი აქვს“.
შეგახსენებთ, 2021 წელს პარტიამ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად იბოს (ნიგერიის ერთ-ერთი კუთხე) მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ ოფიციალურად დაარეგისტრირა. ნიგერიელმა ბიზნესმენმა თვითმმართველობის არჩევნებში 23 ნომრად მიიღო მონაწილეობა.
კომენტარები