“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“პატივს ვცემ გრიგოლ ვაშაძეს. ენმ-დან მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. მესმის მისი. შეუთავსებელთა შეთავსება შეუძლებელია. წარმატებებს ვუსურვებ”
კითხვაზე, ვისთან და რასთან შეუთავსებლობის გამო დატოვა პარტია გრიგოლ ვაშაძემ, ბერძენიშვილი პასუხობს:
“ვანო მერაბიშვილთან, მაგალითად. არ გავაგრძელებდი სიას და ამ თემას აქ”
“სად გელანდებათ მერაბიშვილი, სად ნახეთ?” – ამ კითხვას ბერძენიშვილი ასე პასუხობს:
“რაც არ იცით, თავს ნუ დადებთ. პარტნიორი პარტიის და, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ბლოკის თავმჯდომარე წავიდა. არ მიხარია, პრობლემებს ვხედავ.”
“მერაბიშვილი არაფერ შუაშია, ვაშაძე თქვენი თანამოაზრეა ისეთ ფუნდამენტურ საკითხში როგორიცაა ბოიკოტი და მისი “დიპლომატიური” მიდგომებით ურთიერთობა კრემლის მოკავშირე ძალებთან (ქოცებთან) არაფრის მომტანია. როცა გყავს მტერი,რომლისათვისაც ღირსება, თავისუფლება, პატრიოტიზმი, ზნეობა უცხო ხილია, მასთან რეზოლუციებით ბრძოლა ფუჭია და მარცხისათვისაა განწირული.” – წერს ზურა გაბლიანი და დავით ბერძენიშვილი პასუხობს:
“თქვენი გზა დამანახეთ ერთი. მე იარლიყებით კამათს არ ვკადრულობ. ორ დღეში გალეულ ქუჩას თვალი გაუსწორეთ. პარლამენტის ” ინაუგურაცია” არ უნდა შედგესო, მიშა ყოველდღე იძახდა….მძლავრი საპროტესტო ენერგიაც კი არ აღმოჩნდა ქუჩაში და პერფომანსით შემოიფარგლეთ. გაცილებით დიდი ძალა გვყოლია ქუჩაში 2007/2008 და 2009 წწ. და რა მერე? ბევრი მაშინდელი და ახლანდელი ოპოზიციონერი ქუჩა/ქუჩას იძახდა და იძახდა სხვების იმედად…მაშინ ჩვენი და ფორუმის, ახლა ნაცების იმედად… მე არ მინდა მორიგი გალეული ოპოზიციური ენერგია კარვებში…. მოკლედ, ვნახოთ. იარლიყებს შეეშვით.”
კომენტარებში გამოაქვეყნებს გრიგოლ ვაშაძის ფოტო, სადაც ის პატრიარქთან ერთადაა, და დაწერეს: “იმედი მაქვს, პარტიის თავმჯდომარე ის ადამიანი იქნება, ილიას წინაშე რიტუალურ როკვას რომ არ დაიწყებს”
ბერძენიშვილის პასუხი: “ახლა გულწრფელი იყავით, მიშასგან არ გახსენდებათ? თან მიშა არ მგონია, ძაან ეკლესიური იყოს, ბევრი სხვა პარტიის ლიდერის არ იყოს. აბა სეკულარიზმი რესპებისთვის რომ უმთავრესი პრინციპია, კი იცით.”
კომენტარები