ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე არსებული მეწყერული პროცესებზე დასკვნა ცნობილია. სპეციალისტების რეკომენდაციით, “აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან დროებით მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა”.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასევე წერია, რომ მცირეა შანსი დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს.
“გაზრდილია მოცულობა დაძრული ნაწილის. აქამდე თუ საუბარი იყო აქამდე 500 000 კუბურმეტრამდე, ახლა მოცულობა 800 000-მდე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ სხვა უბნებიც მოძრაობაში და დინამიკაშია. დაზუსტებულად საუბარია მოწყვეტის ზედაპირზე, ანუ მეწყერის სიღრმეზე, რომელიც 16-18 მეტრის სიღრმეზე მერყეობს. ეს სიახლეა, იმიტომ რომ აქამდე გვეგონა 10-12 მეტრი. ბროწეულის ქუჩის მოსახლეობაზე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ რადგან დაზუსტებით ვერ ვამბობთ, ნამდვილად შეეხება თუ არა საფრთხე ამ მოსახლეობას, ამიტომ ვფიქრობთ მათ დროებით გაყვანას ტერიტორიიდან,”- დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი.
“ნაპრალის მარჯვენა და მარცხენა ბლიკი დინამიკაშია. პირველადი შედეგებით, ფარდობითი გადაადგილება მეწყერის მარჯვენა ბლოკის არის კვირაში 2-23 სანტიმეტრი, რაც გაცილებით სწრაფია, ვიდრე მეორე ბლოკი, თუმცა ისიც დინამიკაში,”- განმარტავს გეოლოგი გიორგი ახალაია.
კომენტარები