ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს:
“ფილმებში რომ შულერა მაფიოზები არიან, დაახლოებით ასეთი პოზიციიდან ელაპრაკება „ქართული ოცნება“ ევროკავშირს.
ჯერ დაშანტაჟება სცადეს, თუ სტატუსს არ მოგვცემთ, ფარდას აგხდითო. ამან დიდიად რომ არ გაჭრა, მერე მეტი დამაჯერებლობისთვის სამი დეპუტატი გამოყვეს, ესენი აგხდიან თუ გახდიანო.
როგორც ჩანს, ახლა აღმოაჩინეს, რომ დიდად არც ეს მუშაობს და სხვა მხრიდან მოუარეს: ვაჭროაბზე გადავიდნენ, ჯერ სტატუსი მოგვეცით და მერე ჩვენც დავთმობთ რაღაცებსო.
და ეს ყველაფერი იმის მაგივრად, რომ უბრალოდ ადგნენ და რაც გაწერილია, ის 12 პუნქტი შეასრულონ.
ამათ მგონი მართლა დაიჯერეს თავისივე შეთხზული შეთქმულების თეორია, რომ ევროკავშირს სულ არ აინტერესებს ჩვენთან დემოკრატია და დამოუკიდებელი სასამრთლო, რაღაც საკუთარი მერკანტილური ინტერესები აქვს (ამჟამად ჩვენი ომში ჩართვა უნდა) და ამიტომ მას, როგორც მოწინააღმდეგე მაფიოზურ სინდიკატს, ისე უნდა ეურთიერთო.
მართლა დეპოში ვართ!”
კომენტარები