ვატიკანში სააღდგომო მსახურება მორწმუნეების გარეშე ჩატარდება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ამის შესახებ განცხადებას ვატიკანი ავრცელებს.
კათოლიკე მრევლი ასევე ვერ დაესწრება ღვთისმსახურებას ვნების კვირის განმავლობაში.
3 აპრილამდე ტურისტებისთვის დაკეტილია წმინდა პეტრეს ტაძარი, მიმდებარე მოედანი და მუზეუმებიც.
კათოლიკური ეკლესია აღდგომას წელს 12 აპრილს აღნიშნავს.
კომენტარები