მასალის განახლება: – ტრამპი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.
დონალდ ტრამპი ახლა ოფიციალურად არის დაკავებული და მომავალი სასამართლო პროცესამდე რჩება პატიმრობაში.
ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.
“მივდივართ ქვემო მანჰეტენში, სასამართლოს შენობაში. ძალიან სურეალური ჩანს – ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ხდება ამერიკა. MAGA”. – სასამართლო პროცესამდე დაწერა ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე – Truth-ზე.
ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალი წაუყენეს.
Reuters-ის ცნობით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან..
ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია.
ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა – მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში – არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს
წყარო – ტაბულა
კომენტარები