ვაზისუბანში, საკუთარ სახლში მოკლული პოლკოვნიკის, ზაზა ბეროზაშვილის, ავტოფარეხიდან პოლიციამ 11 ცეცხსასროლი იარაღი ამოიღო. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა შვილმა სახანძრო თავად გამოიძახა და ეზოში სამძიმარსაც იღებდა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი, დუმილის უფლებას იყენებს.
მასთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ადვოკატი, თუმცა უფლებადამცველს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გამოძიება ახლა დანაშაულის მოტივს ადგენს.
სასტიკი მკვლელობა ვაზისუბანში. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბეროზაშვილმა, საკუთარი მშობლები გაძარცვა, მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი გაუჩინა. გარდაცვლილი ზაზა ბეროზაშვილი პოლიციის პოლკოვნიკი იყო და ნარკოთრეფიკის საკითხებზე უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.
კომენტარები