ვაზისუბნის მოსახლოება მარავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები უკმაყოფილებას მერიის იმ გადაწყვეტილებას გამო გამოთქვამენ, რომლის მიხედვითაც მჭიდროდ დასახლებულ ადგილას 8 სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.
ქუჩაში გამოსული მოსახლოება “პირველებთან” ამბობს, რომ მშენებლობებემა შესაძლოა, სახიფათო ვითარება შექმნას და იგივე განმეორდეს, რაც ორი დღის წინ ლორთქიფანიძის ქუჩაზე.
კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ აღნიშნიშნული კორპუსის მშენებლობა არა მართებულია, რადგან პროექტირების ყველა ნორმა დარღვეულია.
კორპუსს მიადგეს კორპუსი, ანუ ნებართვა არის გაცემული ისე, რომ არც ერთი კომისიის წევრი არარის მოსული და ადგილზე არ აქვს ნანახი. ყველა ნორმა დარღვეულია, როგორც სახანძრო უსაფრთხოების… შეხედეთ კორპუსს, აქ რომ ხანძარი მოხდეს, კორპუსს შემოვლითი გზა არ აქვს, – ამბობს დონაძე.
კომენტარები