“რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატი, ხათუნა სამნიძე პირველ არხთან გაკეთებულ მის კომენტარს განმარტავს.
“მეგობრებო, ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით – არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა “ოცნების” მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ – არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს სამქე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!
ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთნ ერთად და ვიდგები მოთხოვნით – არა რუსულ კანონს!
მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ – კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს “ოცნებამ”! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!”
შეგახსენებთ, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სამნიძის აზრით, საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა გააგრძელოს საქმიანობა”, სწორედ ეს განცხადება განმარტა დეპუტატმა.
კომენტარები