ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სამეფო უბნის თეატრმა 30 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლი – “მკვდარი ძაღლები” დეკემბერისთვის გადადო.
სამეფო უბნის თეატრი თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად საქართველოს დამოუკიდებლობას და ისტორიულ მისწრაფებებს იცავს, სოლიდარობას უცხადებს.
სამეფო უბნის თეატრი სრული შემადგენლობით დგას საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე!
ჩვენი თეატრის დამფუძნებლები, იზა გიგოშვილის თაოსნობით, იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სათავეებთან – 1989 წლის 9 აპრილს და მას მერეც – ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ მათ გზას, მათ ბრძოლას!
სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ მოქალაქეს, ვინც თავისუფალი სიტყვისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას! ვინც ჯანმრთელობის ფასად იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ისტორიულ მისწრაფებას!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს!
სოლიდარობის ნიშნად, 30 ნოემბრის სპექტაკლი “მკვდარი ძაღლები” გადაიდო დეკემბრის თვეში – მოვლენების განვითარების მიხედვით შეგატყობინებთ განახლებულ თარიღს.
გისურვებთ მხნეობასა და მყისიერ გამარჯვებას!”. – წერს სამეფო უბნის თეატრი.
კომენტარები