მოსკოველი, ქალბატონი საქართველოში მამას ეძებს. იულია ბოიცოვა ფსიქოლოგია:
“გამარჯობა!
31 წლის ვარ და ბედნიერი ვარ! მაგრამ როგორც ამბობენ, „ეს ყოველთვის ასე არ იყო“.
დედაჩემი არის ოლგა ბოიცოვა. 32 წლის წინ, 1988 წლის იანვარ-თებერვალში, მისივე თქმით, მან აირჩია 10 წლით უმცროსი, სიმპათიური მამაკაცი, კარგი გენებით და მე გამაჩინა.
ეს იყო მამაჩემი. მისი სახელია ელგუჯა ფიფია. ის ქართველია, რომელიც ჯარის შემდეგ მოსკოვში ბიძასთან ერთად ჩამოვიდა, გასართობად და ტანისამოსის საყიდლად. ის მაშინ 20 წლის იყო. დედაჩემი მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „პერვომაისკიში“. მისი ბიძა იყო ჩემი ნათლიის, ელენას კავალერი.
დედაჩემსა და ელგუჯას შორის განვითარდა რომანი, შემდეგ მამა წავიდა საქართველოში.
როდესაც დავიბადე, 1988 წლის 1 ნოემბერს, ჩემმა ნათლიამ მამაჩემს გაუგზავნა ჩემი ფოტო და წერილი, სადაც შეატყობინა, რომ ქალიშვილი შეეძინა.
დედამ მითხრა, რომ მამა მასთან ქორწინების შეთავაზებით მივიდა, მაგრამ დედამ უთხრა, რომ არ უყვარდა იგი და საერთოდაც, იქნებ მე სულაც არ ვიყავი მისი შვილი. ამიტომ მამა უკან გაბრუნდა.
ახლა 31 წლის ვარ და გაცნობიერებულად და შეგნებულად ძალიან მინდა მამაჩემის პოვნა.
სამწუხაროდ, მცირე ინფორმაცია მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის 31 წლის წინ, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობდა.
რატომ მჭირდება ეს?
როდესაც 3 წლის ვიყავი, მაშინ ყველაფერი მქონდა, მაგრამ მამა არ მყავდა. დედაჩემს ვკითხე, სად იყო მამაჩემი, რაზეც მან მიპასუხა: „გჭირდება ის? არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: ისეთები, ვინც სვამენ და ისეთები, ვინც სცემენ! მე და შენ ცუდად ვართ? მე ხომ ყველაფერს გიკეთებ!“
ამგვარი პასუხის მოსმენის მერე გადავწყვიტე, რომ ასეთი მამა არ მჭირდებოდა! და 28 წლამდე ამ აზრიით ვცხოვრობდი, რადგან ცხოვრებაში ვაწყდებოდი კაცების, რომლებიც ძირითადად ან სვამდნენ ან სცემდნენ…
რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა დედის მიერ ბავშვისთვის მოცემული პროგრამა, რომელიც 30 წლამდე მუშაობდა…
ბებია ყოველთვის ადევნებდა თვალყურს გადაცემა „ჟდი მენიას“, ტიროდა და ამბობდა: „აი, იულია გაიზრდება და იპოვის მამას“…
და იცით, ამანაც შედეგი გამოიღო. ახლა მამას ვეძებ და ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვხვდები, რომ ის ნამდვილად მჭირდება!”
პრაიმტაიიმი
კომენტარები