ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ბორჯომის” წარმოების გაჩერება გაკვეთილი უნდა იყოს იმათთვის, ვისაც ჰგონია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვის საკუთრებაში იქნება სტრატეგიული ობიექტები და წიაღისეული.
ასევე, ვეღარავინ გააგრძელებს ნორმალურ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ეგ კავშირები სანქციების გამო ბუნებრივად ჩამოიშლება.
შენ შეუერთდები თუ არა იმ სანქციებს, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიზანიც სწორედ ეგაა. რუსეთს ეკონომიკურად გაანადგურებენ და რა ვაჭრობა შეიძლება გქონდეს ჩამოშლილ ეკონომიკასთან?
ისწავლიან ჩვენთან გადაწყვეტილების მიმღებები რამეს ამ გაკვეთილისგან?
პირადად მე ეჭვი მეპარება, რადგან არც ესმით და არც სურთ გაიგონ, რა სახის ცვლილებები ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მთელ მსოფლიოში.
სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 24 თებერვლამდე იყო და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის!”
კომენტარები