“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
— უმორჩილესად ვთხოვ – ვეხვეწები, ვემუდარები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს:
— ჩვენო მეზობლებო თქვენ გყავთ ისეთი ვერტმფრენები რომლებიც ღამე დაფრინავს და რომლებიც 1 საათში სტიქიის ზონაში იქნებიან
— ახლა გამოჩნდება ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი – ვინც დაგვეხმარება ქართველების გულში სამუდამო ძმობის ქულას ჩაიწერს
— სიტყვით კი არა საქმით დასტურდება მეგობრობა – ნუ ელოდებით ფორმალობებს, როდის მოგივათ ჩვენების ოფიციალურ თხოვნა
— არ ჭირდება ამას ბიუროკრატია – პირდაპირ გამოუშვით სამაშველო ვერტმფრენები
— ვიმეორებ – რომელი მეზობელიც სასწრაფოდ დაგვეხმარება – ჩვენს ხალხს გადაარჩენს, დიდ მადლს მოისხამს და სამუდამო მეგობრობის უდიდეს ქულას ჩაიწერს ქართველების გულში
— თითოეული საათი და წუთი გადამწყვეტია – ახლა გამოჩნდება თუ ვინაა ქართველების ძმა და მეგობარი
— კარგად გვახსოვს – არაერთხელ მოხდა, რომ ჩვენი მაშველები არავის თხოვნას არ დაელოდნენ და თავისი ინციატივით წავიდნენ მეზობელი მეგობრების და ხალხის გადასარჩენად “
კომენტარები