ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი ბესო მიქავა.
-როგორია დღეს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
-თავდაცვის სამინისიტროს მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობა უმძიმესია. ჯერ ის ვთქვათ, რატომ უნდა იყოს ის ამ კლინიკაში? ის არ ყოფილა სამხედრო მოსამსახურე. არანაირი სამხედრო წოდება მას არ ჰქონია. რატომ არ გადაჰყავთ სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში? ვეკითხები ჯანდაცვის სამინისტროს, იზოლირებულ დახურულ სივრცეში ის როგორ დაავადდა ან კოვიდ-19-ით ან ცე ჰეპატიტით? კლინიკური ისტორია რომ არ მოეპოვებინა დედას, მანანა არჩვაძეს, ჩვენ არაფერი გვეცოდინებოდა მისი ჯანმრთელობის შესახებ. თუ ფაშისტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის ამერიკელი და ევროპელი მედიცინის ექსპერტები ჩამოჰყავთ, ცოტნე გამსახურდიასთვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, რატომ არ ჩამოჰყავთ კვალიფიციური ექიმები, მედიცინის ექსპერტები უცხოეთიდან? რატომ არ ეძლევა დედას შვილის ნახვის და მასზე ზრუნვის უფლება? თავად შვილებს რატომ არ ანახვებენ მამას? როდესაც ამას წინათ მოეწყო ერთობლივი ბრიფინგი, სადაც განიხილეს ცოტნე გამსახურდიას უმძიმესი კლინიკური მდგომარეობა, ამას საზოგადოების მხრიდან დიდი აღშფოთება და რეაქცია მოჰყვა. ყველამ კარგად იცოდეს, რომ კლინიკური ისტორიის შესაბამისად დანიშნული სამკურნალო პრეპარატები და მკურნალობის მეთოდები მისი ჯანმრთელობის გაუარესებას ახდენს, იწვევს მის უგონო მდგომარეობაში ყოფნას. აქედან კეთდება ლოგიკური დასკვნა, რომ ცოტნე გამსახურდიას სრულყოფილი გონება მათ საფრთხეს უქმნის. ჩვენ აქცია მოვაწყეთ ამერიკის საელჩოს შენობასთან, მაგრამ ჩრდილქვეშ ყოფნის საშუალებაც კი არ მოგვცეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ევროპისა და ამერიკის პოლიტიკანები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ნერვიულობენ და მის განთავისულებას ითხოვენ.
-ამერიკის საელჩოს რომ მიმართეთ, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას რატომ არ მიმართეთ?
-ყველამ დავინახეთ, რომ ევროპის საბჭოს ასამბლეის 56-მა დეპუტატმა სააკაშვილი პოლიტმატიმრად და პუტინის ტყვედ გამოაცხადა. ცოტნე გამსახურდიას მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია. ამიტომ ყველას მივმართავ, ვინც მამულიშვილია, უნდა დავირაზმოთ და გადავარჩინოთ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლე და კოლხური კოშკი, როგორც ერის გამაერთიანებელი სიმბოლო!
კომენტარები