მოეშვით ამ “ველიკა ძერჟავულ” ჩვევებს ისევ – ასე პასუხობს NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუს დეპუტატ გენადი ონიშენკოსა და რუსეთს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის ექსკლუზიურად შემოწმების უფლებას ითხოვენ
„ჩამოხვალთ, თუ გნებავთ, საერთაშორისო მისიებთან ერთად.
გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან, რომლებიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ.
სამხედროები რაში გჭირდებათ, ვერ გავიგე. თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა”
მისი თქმით, გენადიმ სინამდვილეში კარგად იცის რას აკეთებენ ლუგარის ცენტრში და მასაც კარგად იცნობს:
“ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს არა?! ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას? გეუბნებიან გავალებენ, რომ ეს თქვიო. მოეშვით რა, სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ვიცი რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს, კარგად იცით რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში”
“ალია” – და მაინც, ვფიქრობთ, რომ რუს დეპუტატებს უნდა პასუხობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არა ეპიდემიოლოგები, თუ რუსი ეპიდემიოლოგები რამე წინადადებით მიმართავენ ქართველ ექიმებს, ზალკანიანი ხომ არ უპასუხებს, არა?
საერთოდ არ არის საჭირო, ნორმალურ ქვეყანაში, ეპიდემიოლოგი უცხო ქვეყნის დეპუტატს იცნობდეს, რამეს სთავაზობდეს, რამე წინადადებით მიმართავდეს! თუ “ლუგარი” კერძო საკუთრებაა და გამყრელიძის საკუთრება? ხომ არის სახელმწიფოს? – უპასუხოს სახელმწიფომ!
კომენტარები