უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტს რუსეთში.
როგორც ნიკოლენკომ Pravda-სთან საუბრისას განაცხადა, უკრაინა მოელის, რომ პეკინი გამოიყენებს მის გავლენას მოსკოვზე და აიძულებს მოსკოვს, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში.
„უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში. ველით, რომ პეკინი გამოიყენებს თავის გავლენას მოსკოვზე, რათა აიძულოს ის [პუტინი] შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ”, – თქვა ნიკოლენკომ.
ჩინეთის პრეზიდენტი კრემლში და ჩინეთის ბრალდება ორმაგ სტანდარტში ჰააგას
კომენტარები