ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შესწორება მომზადდა, სადაც საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, კანონის უზენაესობის აღსრულებასა და მედიათავისუფლებაზე.
აღნიშულ დოკუმენტში მკაფიოდაა აგრეთვე საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე- „მივესალმებით ოპოზიციის ორი ლიდერის გათავისუფლებას, როგორც 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, თუმცა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი ჯერ კიდევ არ არის“
„ველით, რომ მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოხდება და გათავისუფლდება გიორგი რურუა, ტელევიზიის მფლობელი, რომელიც გასული წლის ნოემბერში დააპატიმრეს“ – ნათქვამია ანა ფოტიგას, ჰერმან ტერჩშისა და კოსმა ზლოტოვსკის მიერ მომზადებულ 46-ე შესწორებაში.
ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ შეუსრულებელია და გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დოკუმენტის დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
დემოკრატიულად ჩატარებასა და წინასაარჩევნო გარემოს ეთმობა.
86-გვერდიან დოკუმენტში ევროპელ დეპუტატებს 165 შესწორება შეაქვთ. დოკუმენტში საუბარია როგორც ქვეყნის მიღწევებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე აქტუალურად რჩება.
დოკუმენტში საუბარია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზეც. ევროპელი დეპუტატები წერენ, რომ დამოუკიდებელი მედია-მენეჯერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მმართველი გუნდის ბერკეტია, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ ოპოზიციურად განწყობულ მედიაზე, მათ შორის, ანგარიშში მოყვანილია ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას ქეისებიც.
„ჩვენი მხარდაჭერა ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ აქტორს ან პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას“, – ეს არის საქართველოს საკითხების მუდმივი თანამომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადება.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კენჭისყრა დაახლოებით შვიდ საათზეა ჩანიშნული.
კომენტარები