საქართველოს პრეზიდენტის ბელორუსში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველლანაირ ძალადობას ემიჯნება. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ბელორუსში მიმდინარე მოვლენები ისე დასრულდება, რომ ის ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს.
“საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.
ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას”
კომენტარები