ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერაქტის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა 15-დან, 22-მდე გაიზარდა. ასევე, იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი – 20 წლის ისლამისტი კაცი, რომელიც ტერორისტული თავდასხმისას, პოლიციის ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა.
თავდამსხმის შედეგად, ტერორისტის გარდა, გარდაიცვალა 1 ასაკოვანი ქალი, 1 გამვლელი კაცი და 1 რესტორნის თანამშრომელი მარიაჰილფეს ქუჩაზე. ინფორმაციას ვენის პოლიცია ავრცელებს.
თავდასხმა ოფიციალურად ტერორისტულ აქტად უკვე შეაფასა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა:
“გუშინდელი თავდასხმა, იყო აშკარად ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა, სიძულვილის მოტივით, რომელიც მათ ჩვენი მთავარი ღირებულებების, დემოკრატიისა და თანასწორობის მიმართ აქვთ”- თქვა მინისტრმა.
ვენაში მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს, ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურციც და ამბობს, რომ ვენა მსგავს თავდასხმებს არ შეუშინდება და დაიცავს თავის დემოკრატიულ საზოგადოებას.
ავსტრიის ტერაქტს ,ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა და თქვა, რომ ავსტრიაც, საფრანგეთის მსგავსად, ტერორიზმის მსხვერპლია.
კომენტარები