ქალაქ ჩოხატაურის ცენტრში არსებულ სკვერში ოთარ რამიშვილის ბილბორდი დაიდგა.
ოთარ რამიშვილის შვილი, ცნობილი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში ფაქტს ასე ეხმიანება:
„ვენაცვალე გურულებს, ჩოხატაურის რაიონის ცენტრის სკვერში, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის და სხვათა პერსონების ბილბორდს შეემატა ოთარ რამიშვილის ბილბორდი. ყოჩაღ გამგებელს – ირაკლი კუჭავას.
ვიმედოვნებ, თბილისში საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის ქუჩას და სკვერსაც, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არის დაფიქსირებული, ოდესმე ექნება ამოსაცნობი ნიშანი”
კომენტარები