სეისმური ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე:
„სასურსათო მაღაზიის ქსელებო
თქვენ შემოგევლეთ მე! ვთქვათ, დაგიჯერეთ და იმპორტირებულ პროდუქციაზე თქვენეული ცხოველურ ფასნამატზე დაგეთანხმეთ. ადრე ვიღაცამ დათვალა. ჩავთვალე, რომ ეკონიმიკაში და იყიდე გაყიდეში ჩემისთანა დილეტანტის დასაბოლებელი ტერმინების ბრახუნი იყო. დამეზარა და არ ჩავყევი საფლავში. მათემატიკა და სტატისტიკა მესმის და მერწმუნეთ არც უნარები მაქვს ცუდი, რამენაირად მივხვდები.

ახლა, ჩემო კარგებო ამიხსენით! რა მათემატიკა და რა უნამუსობაა!!! ვაგზალზე ერთი კგ. ქართული ნუშის ფასი 30 ლარი და მაღაზიებში 60 ლარი! თავისუფალი ბაზარი ხალხის ყვლეფას თუ არეგულირებს?!
P.S. ვენდისის წყალწყალა და ერთი ყლუპი კაპუჩინოს 9 ლარის ფასწარმოქმნის მექანიზმი ამოხსენით ვინმემ კიდევ! ამერიკაში არ ღირს ლამის 1 ლიტრი პიტსის ყავა ამდენი
ანტრეც არ ჩამორჩა. 5.5 ლარიდან 9 ლარზე ავიდა ერთ წელიწადში
“


კომენტარები