ვენეციის კომისიის წარმომადგენელი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ვერონიკა ვილკოვა, რომელიც ერთ-ერთია იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა “პირველებთან” ამბობს, რომ დასკვნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ევროპული სტანდარტით მომზადდა.
გაკვირვებული ვარ, რომ საუბარია თითქოს ვინმე როგორმე ამ პროცესში გარედან ჩაერთო, არც ვიცი ვისზე შეიძლება იყოს საუბარი. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნაა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით.
ვენეციის კომისია სამართლებრივი ორგანოა და ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს და ნახოს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოსაზრება, ეს სამართლებივი ანალიზია.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მესმის, განსაკუთრებით საქართველოდან, რადგან ვენეციის კომისიასა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. კომისიის მთავარ მოკავშირე ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთია და ალბათ ყველაზე მეტი მოსაზრება ვენეციის კომისიას ამ ქვეყნებიდან საქართველოს კანონმდებლობაზე მოუმზადებია და ეს ურთიერთთანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საკმაოდ პროდუქტიული.
ეს მოსაზრება მომზადებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისად და საპარლამენტო ასამბლების მომართვის შემდეგ. და მას ჰყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის სახელები და გვარები ცნობილია. ისინი მუშაობდნენ კანონპროექტის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და ასევე ჰქონდათ ონლაინ შეხვედრები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთნაც. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს არის საგანგებო მოსაზრება, რომელიც გამოქვეყნდა”
კომენტარები