„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, თქვა:
“დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, არდადეგები გვქონდა.
მოხარული ვარ “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებით პარლამენტში.
მე მაგალითად გამახსენდა ჩემი მეგობრის, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა და ამ შემართებით ნაცმოძრაობას შეუძლია, რომ მიუძღვნას “ოცნებას” – “ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შენთან”, მაპატიეთ მეგობრული კაფიაა, აქ არაფერი ისეთი არ არის. 25 წლის წინ გამოიცნო ნოდარ ნიკოლაიშვილმა ეს ამბავი”
კომენტარები