ლეიბორისტი გიორგი გუგავა:
,,შალვა ნათელაშვილისათვის მანდატის შეწყვეტა ნიშნავს ქვეყანაში ოლიგარქიული დიქტატურის საბოლოო გაფორმებას.
ჯერ სახელმწიფო ჩამოშალა და ყველა ინსტიტუცია პირად კანტორად აქცია.
არჩევნების ტუტალური გაყალბებით ძალაუფლება მიიტაცა.
ახლა, ყველაზე პრინციპული, ანტიოლიგარქიული ლეიბორისტული პარტიის და მისი ლიდერის საქმიანობის აკრძალვაზე გადავიდა (ჰიტლერული გამოცდილება).
ვერ დაგვიმორჩილა, ვერ მოგვდრიკა, ვერ დაგვაჩოქა და მზაკვრულად გვისწორდება. მაგრამ ისტორიას სხვა კანონზომიერება აქვს, იდეა დაუმარცხებელია, ხოლო ივანიშვილსნაირ ბოროტმოქმედებს განსასჯელის სკამს უმზადებს.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.”
კომენტარები