ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ქონებასთან დაკავშირებით კითხვებს აუცილებლად დასვამს და ამბობს:
ვერ დახურავს “ქართული ოცნება” ამ თემას, იმიტომ, რომ მე მოვითხოვ დღეს სასესიოზე დარბაზში, რომ მიქაუტაძემ დეტალურად წარმოადგინოს თავისი გაწერილი შემოსავლების დეტალური ჩანაწერი, საიდან აქვს მას ამხელა ქონება. ეს თემა არ დაიხურება მუხედავად მათი ულტიმატუმის ენისა, მე ყოველთვის შევახსენებ ბატონ მიქაუტაძეს, რომ საიდან აქვს მას იმის საშუალება, რომ 700 ათასიანი სახლი ააშენოს.
კომენტარები