ჟურნლისტი არჩილ გამზარდია, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე :
“ჩემი კონსტანტინე 11 წლისაა და სკოლაში მარტოს ვუშვებ, რადგან საკმარისად დიდია იმისთვის, რომ სკოლაში მარტომ იაროს. სკოლიდან რომ გამოდიან, ხანდახან ის და მისი მეგობრები პარკში თამაშობენ, რადგან ბავშვები არიან და უნდა ითამაშონ.
რატომ უნდა მეშინოდეს ყოველ დღე, როგორ გამოივლის ბავშვი პარკში თუ სკვერში, რამე ხომ არ დაემართება იმიტომ, რომ თავის ვალდებულებებს საჯარო მოხელეები გულგრილად ეკიდებიან და არ ფიქრობენ, რომ უბრალო ჭანჭიკის არასწორად მოჭერასაც კი შეიძლება ბავშვის სიკვდილი მოჰყვეს.
ვერ დავარქმევ მსგავსს ტრაგედიას, ეს გულგრილობის დანაშაულია.
ჩამქრალ სიცოცხლეებს და მათი ოჯახების გაუბედურებას რა პასუხი ანუგეშებს?”
კომენტარები