საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ნიკა მელიას გუნდის წევრი ბაჩო დოლიძე პასუხობს და ამბობს:
ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რა ნაბიჯებიც არის პრინციპში გაჟღერებული, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ის შეხვედრები, რომელსაც ვატარებთ – კვირას გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრა თანამოაზრეებთან და არ მგონია, საბოლოო ჯამში, ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი პარტიაში ყოფნაა პრობლემა, მე მგონია, რომ სხვების ყოფნაა უფრო დიდი პრობლემა პარტიაში, სადაც სამწუხაროდ ხდება ის, რომ დღეს რომ გადავხედოთ თუნდაც პარლამენტში არსებულ მდგომარეობას, გვყავს დეპუტატები, რომლებიც არათუ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, არამედ სამწუხაროდ, იმასაც ვერ ახერხებენ, რომ შემოტევებისგან დაიცვან თანამოაზრეები, ეს უფრო დიდი პრობლემაა და ეს უფრო აზიანებს, ვიდრე ჩემი და ჩემი მეგობრების პარტიაში ყოფნა.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პარტიას ვინმე ლანძღავს, ჩვენ ვსაუბრობთ ღიად საჯაროდ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებს ახალი მენეჯმენტი, პარტიის ნაწილი ვართ ჩვენც და ის უამრავი ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს გვერდით მოიაზრება.
წყარო – ტვ პირველი
თუ შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს – სააკაშვილი
კომენტარები