რაც მაგათ გაუკეთეს, ვერ დავწყევლი, მაგრამ ღმერთი ზემოდან იყურება” – ამბობს გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედა.
დედა ამბობს, რომ ამ დრომდე ოჯახთან შსს-ს კონტაქტი არ ჰქონია, არავინ დაკავშირებია და კითხვები, რომელიც 40 დღის წინ არსებობდა, დღესაც პასუხგაუცემელია.
დღეს ლექსოს გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მისი ოჯახი, ახლობლები, კოლეგები და მეგობრები დღეს საფლავზე შეიკრიბნენ.
ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის მოძრაობა სირცხვილიას ოფისის სადარბაზოში სასტიკად სცემეს, რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.
შსს-მ საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
წყარო – “მთავარი”
კომენტარები