საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ მორიგი ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. ამჯერად, კიბერ-შეტევა სააგენტოს Youtube არხზე განხორციელდა – სამი დღეა, მომხმარებლები არხზე შესვლას ვერ ახერხებენ.
„თაიმერის“ დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, ბერდია კალანდიას განცხადებით, მსგავსი ტიპის მარტივი მეთოდებით წინაღობების შექმნა, „თაიმერის” პარალიზებას ვერ მოახდენს.
“როგორც ჩანს, „თაიმერის“ სამართლიანობა, ობიექტურობა და ოპერატიული ახალი ამბები, თუ ვიდეო-რეპორტაჟები, ვიღაცების ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, თუმცა, ასეთი მარტივი წინააღმდეგობებით „თაიმერის“ გჩუმებას და პარალიზებას ვერავინ შეძლებს! მოცემულ პრობლემაზე შესაბამისი გუნდი უკვე მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას. რაც შეეხება ვებ-გვერდსა და Youtub არხზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებს, ვფიქრობთ, რომ უკვე დროა, ამ პრობლემის მოგვარება სამართლებრივი გზებით მოვახდინოთ”, – განაცხადა ბერდია კალანდიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “თაიმერის” ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” www.timer.ge-ს ვებ-გვერდზე ჰაკერულ თავდასხმაზე.
კომენტარები