ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ექიმ გიორგი ღოღობერიძის ნათქვამს ასე ეხმაურება – „ვერ გავიგე ოპელი …“
შეგახსენებთ, გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა:
„ჩვენ რომ შევხედოთ ნებისმიერი ქვეყნის კოვიდგავრცელების სტატისტიკას, გავრცელება რაკეტასავით არის, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების რიცხვი, პირიქით ქვეითდება. ერთდროულად ბევრი რამ შეიცვალა. მართალია ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობა იკლებს, კლინიკაში დაყოვნებული პაციენტების რაოდენობა მკვეთრად იკლებს, ანუ ვინც მოხვდება კლინიკაში, ისიც კი მცირე ხანს ყოვნდება.
მათი სიმპტომატიკაც ბევრად უფრო მსუბუქია, მათზე მედიკამენტების გამოყენება კიდევ უფრო ნაკლებად ხდება და გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად დაბალია. ჩვენ თუ შევხედავთ დაავადების სიმძიმეს და მისი გავრცელების არეალს, დაავადება ნაკლებად მძიმე ჩანს. წინა ვარიანტის დროს ინფიცირებულს თუ დაავადება ორი კვირა უგრძელდებოდა, ახლა ის საშუალოდ 5 დღე გრძელდება.
თუ წინა ვარიანტის დროს პაციენტს ფილტვები უზიანდებოდა და ჟანგბადზე იყო დამოკიდებული, ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ. „ომიკრონის“ ეს ახალი ვარიანტი ქვედა სასუნთქი გზებიდან, ფილტვებიდან, ზევითკენ წამოვიდა. გამოხატული ყელის ტკივილი იცის და ამის გამო აქვთ ადამიანებს დისკომფორტი“
კომენტარები