ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“მოკლედ, ებრაელები არ ევასებათ:
– ძმაო, ათ მცნებას არღვევ? (ებრაელ მოსეც ვერ იტანენ);
– ძმაო, შენ მონათლული ხარ? ( ებრაელ იოანე ნათლისმცემელს ვერ იტანენ);
– ძმაო, შენო ქრისტიანი არ ხარ? (ებრაელ ქრისტეს ვერ იტანენ);
– ძმაო, შენ სამშობლო იცი რაც არის? (იმ ებრაელ ქალს ვერ იტანენ ვის წილხვედრადაც მიიჩნევენ სამშობლოს);
– ძმაო, მოციქულებზე რამე გსმენია? (ებრაელ მოციქულებსაც ვერ იტანენ);
– ძმაო, აზრზე მოსული ხარ და ფილოსოფიაში ერკვევი? (ებრაელ სპინოზას ვერ იტანენ);
– ძმაო ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლიე? (ებრაელ ფროიდს ვერ იტანენ);
– ძმაო, რამე კაპიტალს ფლობ? (კაპიტალის ებრაელ ავტორსაც ვერ იტანენ);
– ძმაო, ფარდობითობის რამე გესმის? (ებრაელ აინშტაინს ვერ იტანენ);
– ძმაო, ჯაზი გევასება და მისი სტანდარტი იცი? (ებრაელ ჯორჯ გერშვინს ვერ იტანენ);
ჰო, ვერ იტანენ ებრაელებს, მაგრამ სჭირდებათ და იყენებენ.”
კომენტარები