მომღერალი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ხატია დეკანოიძეს მიმართავს:
„ვიკავებ თავს, ვითმენ, რომ არ დავწერო არაფერი (თან ვითვალისწინებ ჩემს გურულ სიფიცხეს, ჩემს ავად ყოფნას) , მაგრამ ვეღარ…..
ქ-ნო ხატია დეკანოიძე თუ დეკანოსიძე!!!!!!!
რაღაც სიძულვილზე, ზიზღზე, აგრესიაზე საუბრობდით, ყური მოვკარი.
ეს სიტყვები რას ნიშნავდა, არ ვიცოდით საერთოდ, მანამ, სანამ თქვენი პოლიტიკური გუნდი არ მობრძანდა ქვეყნის სათავეში!!!
საქართველოში, ყველას გვიყვარდა ერთმანეთი და გვედარდებოდა სხვისი გაჭირვება.
ბევრს არ გავაგძელებ და სასაცილოდ ნუ გაიხდით თავს ბრტყელ-ბრტყელი წინადადებების სროლით, ვერ ხართ კარგი მსახიობი და დიდი ხანია თქვენი არ სჯერა არავის”
კომენტარები