ფოტო – ტვ პირველი
ქაბულში, საომარი მოქმედებების ადგილიდან, იქ ჩარჩენილი ყოფილი სამხედრო, “ტვ პირველთან” ამბობს:
ქაბულში ვარ ახლა ამჯამად, ავღანეთის დედაქალაში ჩემს მეგობრებთან ერთად. ზუსტ ლოკაციას ვერ გეტყვით გარკვეული მიზეზების გამო. რომ ვთქვა, ზუსტი ინფორმაცია რას ვაპირებთ, როდის მოვდივართ, ასეთი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს ჩვენ, იმიტომ, რომ თურქებისგან არ გვაქვს დადასტურება, რომ ისინი განახორციელებენ ჩვენს ევაკუაციას სამხედროებით. ვცდილობთ გავიდეთ კავშირზე, მაგრამ ვერ გავდივართ.
ჩვენთან უნდა გამოიგზავნოს ქართული პორტი, თვითმფრინავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენ მივიდეთ აეროპორტამდე, ვერ მივდივართ აეროპორტამდე. არა მარტო თალიბები, თითქმის ყოველი მეორე მოძრაობს იარაღით, არის ბანდფორმირებები, მარაიდორობენ ჯგუფები და არ არის გამორიცხული მათგან ადამიანის გატაცება.
სამხედროების გაცილების გარეშე იქნება ტყუილი რისკი რომ ჩვენ ვეცადეთ მივაღწიოთ აეროპორტამდე. ჩემი ჩათვლით 16 ვართ ამ ბაზაზე, 6 კაცი ჩვენი მეგობრები არიან მეორე ბაზაზე, რომელიც აეროპორტთან შედარებით ახლოს არის და მათ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი საშუალებებით შევიდნენ აეროპორტში, მაგრამ ჩვენ ვართ დაახლოებით 10 კილომეტრში აეროპორტიდან. შეიძლება გამოგვიშვან, მაგრამ თითოეული ადამიანისგან მოითხოვონ მსხვილი თანხა, დაახლოებით 50 ათასი დოლარი
კომენტარები