ევროპისთვის უარის შემდეგ, რუსეთი გააქტიურდა. საგარეო საქმეთა მინისტრი, კრემლის გზავნილს ახმოვანებს და “ოცნების” ხელისუფლებას კეთილმეზობლურ ურთიერთობას სთავაზობს.
ლავროვის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში და კარასინთან მთავარი მომლაპარაკებელი ზურაბ აბაშიძე:
“ვერ მოგცემთ კომენტარს, ძალიან ვწუხვარ. რა ვქნა ასეა და…პირადად თქვენს მიმართ დიდი სიმპატიით, მაგრამ კომენტარს ვერ მოგცემთ” – ამბობს ზურაბ აბაშიძე “მთავართან” სატელეფონო საუბარში.
თუ საქართველოს ნამდვილად სურს ნორმალურად ცხოვრება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ – განაცხადა ლავროვმა დღეს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს.
წყარო – მთავარი
კომენტარები