ანალიტიკოსი, ნიკოლოზ ლოლაძე:
მგონი, ვერ ფასდება სათანადოდ სტარლინკის – სატელიტური ინტერნეტის – საქართველოში გამოჩენის სიდიადე.
სტარლინკი ყველგან მუშაობს, მაგრამ განსაკუთრებით კარგად – მთაში. კოსმოსი იქ უფრო ახლოსაასტარლინკი, ყველა მაღალმთიანი სოფლისთვის დანარჩენ საქართველოსთან და სამყაროსთან მუდმივ, სწრაფ, მრავალარხიან კავშირს ნიშნავს – ინტერნეტი დღეს არა მხოლოდ გუგლი, არამედ ტელეფონიც, ვიდეოზარიც (მათ შორის სამედიცინო კონსულტაცია), განათლებაც, ტელევიზიაც, კინოც, მუსიკაც და რა აღარ არის.და ეს ყველაფერი – ძალიან იაფად! დიახ, 160 ლარი თვეში ერთი სოფლისთვის, ან თუნდაც 4-5 ერთად მდგომი სახლისთვის, ან თუნდაც ერთი საოჯახო სასტუმროსთვის, იქ, სადაც წესიერი მობილური კავშირიც კი ათობით წელი არ ღირსებიათ, არის ციური მანანა. სხვა თუ არაფერი, მომავალ წლებში ჯანდაცვაზე და სამაშველო მომსახურებაზე წვდომის სისწრაფის ზრდის წყალობით, ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე.და ეს ყველაფერი – მობილური! სადაც გინდა წაიღე-წამოიღე, თუ გინდა სულ თან ატარე! არანაირი გენერატორები, ანტენები, კაბელები და სხვა მსგავსი ჯაბახანობა! დენისთვის მცირე ზომის აკუმულატორიც ჰყოფნის.მოკლედ, ძალიან კარგია სტარლინკი, მიხარია, მეტი ასეთი ამბავი გვინდა
პ.ს. მასკი ნარცისი, რეგვენი ქაჯია, კი. არაფერი მაგას არ ეშველება, ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული და კიდევაც ბევრს გააკეთებს. მარა არაა ეს სამყარო შავ-თეთრი
კომენტარები