ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე, “ტვ პირველთან”, ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს:
-სულ რომ გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო, ნიკა მელიას მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ვიდრე აქამდე იყო. არ მინდა შეურაცხყოფების მიყენება, მაგრამ თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ვიქნებოდი, დღეს ძალიან გამიიოლდებოდა საქმე, როცა ვუსმენდი ლევან ხაბეიშვილს, ჩემ მეგობარს, სხვათა შორის, ძალიან მტკივა გული, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ლევანს ასე სახედაკარგულს ვნახავდი, ასეთი, როგორიც არ მოეწონებოდა არც ერთს მის კეთილისმსურველს. თუკი ვინმე იყო გადაწუყვეტელი, დღეს ის აღარ უნდა ჭოჭმანობდეს, დღეს პასუხი გასცა ხაბეიშვილმა, ვის უნდა მისცეს ხმა… მე ვამბობდი, რომ სირცხვილია ამგვარ ვითარებაში, ასე სახადაკარგული აჩვენო შენი პარტია და ყველას განსჯის საგნად აქციო. ეს არის სამარცხვინო, თუკი როდესმე არ ყოფილა ამის დრო, არ არის ახლა…
აქ რომ ყოფილიყო ნიკა მელია, ის ლატინინას არ გაიხსენებდა… ამიტომ ვამბობ ლევანზე, ჯერ ადრეა, ადრეა ამხელა ამბიცია…
კომენტარები