“სირცხვილიას” დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე, სოციალურ ქსელში, წერს;
“პოლიტიკური პატიმრები ისევ ოლიგარქის მძევლები არიან, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ისევ ყველას გადაგდებას აპირებენ, არჩევნების ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებები ისევ საფრთხეშია.
ისევ შეზღუდული გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის უფლება. ვემორჩილებით კომენდანტის საათს და რვაზე სახლებში “ასტუკებს” სრულად ერი.
არჩევნები კარს მოგვადგა და ოპოზიციისგან არაფერი ისმის.
ძალაუფლების გადანაწილების პოტენციური შესაძლებლობა რომ დაინახეს, ვერ ვატყავებდით ლეიბორისტების ოფისისგან და ახლა, მათი ერთიანობა რომ არის საჭირო ყველაზე მეტად სად არიან?
20 ივნისიდან 1 წლისთავზე ხელისუფლება ამხელა გულზეა, როგორც ჩანს ძალინ ბევრი შეცდომა დაუშვა ყველამ.”
კომენტარები