ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ბავშვს ელოდება. ამის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს და ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მუცელიც ეტყობა.
წერს, რომ ორსული პირველ ტურნეს ციურიხში გამართავს.
“ჩვენ აქ ვართ, გუნდი, რომელიც ზაფხულის ტურნეს გზას დაადგა. ეს იქნება ჩემი, როგორც ორსულის პირველი ტურნე. ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის ექვს ქალაქსა და პალანგაში. ვაპირებ, რომ გავაკეთო ვიდეო დღიური, რათა აღვწერო ჩვენი მოგზაურობა და კონცერტები” – წერს ქეთი მელუა.
ცნობისთვის, ქეთი მელუას პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. თუმცა 2 წლის წინ მიცემულ ინტერვიუში მელუას ბიძა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა და ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთზე გიჟდება და დაშორების შესახებ ტყუილი ცნობები ვრცელდება.
წყარო: ამბები.ჯი.
კომენტარები