ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს, ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ ხედავს და ამბობს, რომ მათთა ურთიერთობის გაგრძელებაზე ფრაქციამ უნდა იმსჯელოს:
,,ამ ადამიანებმა თვითონ უნდა გააკეთონ განცხადებები და განმარტებებეი, რატომ მიიღეს ამ ყველაფერში მონაწილეობა. ჩემთვის ის არგუმენტები, რომლებიც ამ ადამიანებისგან მოვისმინე, ნამდვილად არ არის საკმარისი და მისაღები. ერთი არის ფაქტი, რომ დღეს, ოპოზიციის წევრების მონაწილეობით მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ როდესაც, ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა ეს პროცესიო ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ვიღაცამ შეცდომით მიჭირა ხელი, ვიღაცამ ის არ იცდა და ვიღაცამ ეს არ იცოდა, ეს არგუმენტები არის ძალიან არასწორი. საუბარი საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა მომხდარზე აქვთ. პიროვნულად, ჩემთვის მარტივი არ არის ამ კომენტარის გაკეთება ადამიანებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას. ჩემი პირადი პოზიცია არის, როგორ ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება შემდეგი თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პირადი პასუხისმგებლობა. მე პირადად, ვერ ვხედავ მათ ადგილს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ეს არის ჩემი პოზიცია”.
კომენტარები