გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, რომელიც თბილისში იმყოფება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, შეაჩეროს რუსული კანონის. ის მხარდაჭერას უცხადებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და იმეორებს, რომ თბილისა ევროპის ნამდვილი დედაქალაქი.
როთი ამბობს, რომ ვერ ხედავს შანსს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას თუ რუსულ კანონს პარლამენტი მიიღებს.
ცნობისთვის, თბილისში იმყოფებიან ევროპელი პარტნიორები – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი, დეპუტატები ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის პარლამენტებიდან. ისინი ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდნენ.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ დელეგაციაში ყოფნა. ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში. ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს უცხოელი აგენტების კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ იტყვის უარს ამ კანონის მიღებაზე. მე მივესალმები ხალხს, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებს. ამ გამოწვევებით სავსე დროს თბილისი არის ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქი და მე იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება, ვესაუბროთ პარლამენტის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.
მე ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული და გზავნილი ევროკავშირისგან არის ძალიან მკაფიო”, – ამბობს როთი.
მთავარი არხი
კომენტარები