ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი მონტანიდან, სტივ დეინსი და წარმომადგენელთა პალატის უკრაინელი წარმოშობის კონგრესმენი ინდიანიდან, ვიქტორია სპარცი, ორივე – რესპუბლიკელი კანონშემოქმედი, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად კიევში გუშინ ჩავიდნენ.
ისინი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირები არიან, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ეწვივნენ.
“ვერაფერი ჩაანაცვლებს რეალურად აქ ყოფნას, ყველაფრის უშუალოდ ხილვას, დროის გატარებას იმ ხალხთან და ლიდერებთან, რომლებიც ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ”. – აღნიშნა სენატორმა დეინსმა.
ამერიკელი პოლიტიკოსები ბუჩაშიც ჩავიდნენ. ამის შესახებ სენატორმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა,
“რაც დღეს ვიხილეთ შოკისმომგვრელია, შევხვდით ბუჩის მერს. მან მითხრა, შეიძლება ჩემი სახლი გაჩვენოთ. გავყევით მას სახლისკენ, რომელიც რუსების მიერ სრულად იყო განადგურებული”. თქვა სენატორმა.
კიევში ისინი დასავლეთ უკრაინიდან მატარებლით ჩავიდნენ. პოლიტიკოსებს მანქანით მგზავრობისას პოლიცია იცავდა, მათ მოუწიათ გაევლოთ განადგურებული ქუჩები, სადაც მაშველები, განადგურებული რუსული ტანკების ფონზე, ჯერ კიდევ ეძებდნენ ცხედრებს.
კომენტარები